საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს ლანჩხუთში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გახსნის, სადაც დილის ათი საათიდან საღამოს ექვს საათამდე ღია კარის დღე მოეწყობა. აქ წარმოდგენილი იქნება საქართველოს I რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა ,,ლანჩხუთელი ემიგრანტები“.
დღის 12 საათიდან ქალაქის ცენტრალურ სკვერში დაიწყება სპორტული ღონისძიებები (ნარდი; მაგიდის ჩოგბურთი, ბაგირის გადაზიდვა, მკლავჭიდი, ჭადრაკი და ა.შ.).
13 საათზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 1918-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბიუსტს შემკობენ გვირგვინით.
15 საათისთვის ლანჩხუთის ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი მესამე საჯარო სკოლასთან ერთად საგანმანათლებლო პროექტს უმასპინძლებს.
17 საათზე ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. (R)