ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თამარ ნადირიძე ქალაქ ოზურგეთის მერისთვის გაგზავნილ მიმართვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნადირაძე მერისგან დეტალურ ახსნას ითხოვს, თუ რატომ და რა მიზნით მოხდა მერიის ორი ააიპ-ის გაერთიანება:
"ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს 16.03.2015 წლის სხდომაზე მერიის მიერ მოხდა ორი ა(ა)იპ-ის გაერთიანების შესახებ საკითხის ინიცირება, რაზეც შესაბამისი განმარტებები სრულყოფილად არ გახლდათ გაკეთებული. ვინაიდან ამ გაურკვევლობამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, ვისარგებლე კანონით მონიჭებული უფლებით და შეკითხვებით მივმართე ქალაქის მერს. იმედია, ჩემი კითხვები უპასუხოდ არ დარჩება და მუნიციპალიტეტის გეგმების შესახებ ცნობილი გახდება ჩვენი მოსახლეობისათვის. ქვემოთ გთავაზობთ განცხადების ასლს", _აღნიშნავს ნადირიძე.
ამავე თემაზე: "მერის ხელფასის ნაწილის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაკავება უნდა მოხდეს"