ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომალაურმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, აქციის მშვიდობიანად ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს აღნიშნულის საწინააღმდეგო კონტრაქციაცაა დაგეგმილი, ყველა ზომა იქნება მიღებული.
"კონტრაქცია ამ აქციასთან არანაირად არ იქნება შეხებაში. უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა მოხდება. ხვალ დამატებით გაკეთდება განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქუჩები გადაიკეტება და სად იქნება შეფერხებები, ასევე სად შეეძლებათ ავტომანქანების გაჩერება მათ, ვინც რეგიონებიდან ჩამოვლენ", – განაცხადა გომელაურმა.