ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის და დაგვიცავს სავალალო შედეგებისგან: მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და ტოქსინები.
კარგია მისი ახალგამოწურული წვენის სმაც. ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, A, B1, C ვიტამინებს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, მანგანუმს, სპილენძსა და თუთიას, რაც აძლიერებს იმუნიტეტს.
იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს, ვიტამინები, სტიმულს აძლევს ორგანიზმს ანტისხეულების გამოსამუშავებლად, ეს კი აძლიერებს ჩვენს გამძლეობის უნარს, გვიცავს სხვადასხვა ინფექციისა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.
ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს – კუჭში დალექილი ნიტრატები წარმოქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს, მასში შემავალი C ვიტამინი კი აფერხებს მათ წარმოქმნას. ასევე, თუ ყოველდღე ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, ამით თრომბის წარმოქმნის რისკსაც შეამცირებთ.