უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ პარლამენტის წინაშე ფიცი დადო, რითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში მისი უფლებამოსილება ძალაში შევიდა.
ფიცის დადების ცერემონიალი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და პარლამენტის შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა.
პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე 88 ხმით, ერთხმად აირჩია.