საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ყველაზე მძიმე შეცდომად ზედმეტი პრემიების გამოწერას მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ თემაზე ანალიზს საკუთარ გადაცემა 20-30-ში წარმოადგენს.
"ყველაზე დიდ შეცდომად და დარღვევად, არ ვიცი უფრო მძიმე სიტყვა რა ვიხმარო, მიმაჩნია პრემიების თემა. სასჯელაღსრულების სამინისტროში იყო ყველაზე ცუდი შემთხვევა. კიდევ შეიძლება იყო ეჭვები სხვადასხვა მინისტრებზე თუ თანამდებობების პირზე და რეაგირებები კეთდება. რაც მთავარია, გამჭირვალე ხელისუფლება გყავთ და მათ კარგად იციან, რომ არაფერი დაიმალება და საზოგადოება არაფერს აპატიებს. ორწელიწადნახევარში ყველაზე დიდი ყველაზე მძიმე შეცდომა ხელისუფლებას ჰქონდა რომ მეტი პრემია გამოიწერეს. თუმცა, კანონი კი არ დაურღვევიათ", _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნისთვის მათ შორის ევროპისთვის და ამერიკისთვის ნანატრი იქნებოდა.
"შეცდომა, რა თქმა უნდა, გვქონდა და კიდევ ექნებათ, შეუცდომელი არავინაა ვინც საქმეს აკეთებს", _ განაცხადა ივანიშვილმა.