საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, შეცდომები ექნება პარლამენტსაც, პრეზიდენტსაც, მთავრობასაც, მთავარია სასამართლოში არ იყოს შეცდომები.
მისივე თქმით, პარლამენტზეც, პრეზიდენტზეც და პირველ რიგში მთავრობაზე ის გადაცემა 20/30-ში ისაუბრებს, სადაც ხელისუფლების ორწელიწადნახევრის საქმიანობის ანალიზს წარმოადგენს.
"იდეალური არც ერთი არაა და ვერც იქნება. შეცდომები და უკმარისობის განცდა ყველას უნდა გააჩნდეს. შეცდომები ექნებათ პარლამენტსაც, პრეზიდენტსაც, მთავრობასაც, მთავარია სასამართლოში არ იყოს შეცდომები", _ აღნიშნა ივანიშვილმა.