თბილისის ნაწილს წყალმომარაგება დღეს საღამოდან აღარ შეუწყდება.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თავის აბონენტებს სმს შეტყობინებით ამცნობს.
ცნობისთვის, კომპანიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წეროვანის ტოლვილთა დასახლებას, სოფელ წიწამურს, ქალაქ მცხეთის, ზაჰესის დასახლებისა და სოფელი დიღმის ნაწილს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და ფერდობებს, ვაკისა და მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს, ბაგებს, წყნეთს, ახალდაბას, კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას, წავკისს და შინდისს გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების გამო დღეს, 23:00 საათიდან, ხვალ, 21 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდებოდა.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აღმაშენებლის ხეივანში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოების განახორციელებს აპირებდა, რაც წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვდა.