21 მარტი 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
კავშირი “ჩვენი ბავშვები" წელს მეოთხედ უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. კამპანია 13 მარტიდან დაიწყო და ხვალ დასრულდება.
დღევანდელი დღის განრიგი ასეთია:
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მხარდამჭერი მსვლელობა; კავკასიის უნივერსიტეტი (ა. პოლიტკოვსკაიას 10) ჭრელი წინდების გამოფენა; 16:00 საათზე ვაკის კარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება; 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მხარდამჭერი კონცერტი.
ხვალ, 22 მარტს პრეზიდენტის სასახლე უმასპინძლებს დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების და ფოტოების გამოფენას.
✔დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.
✔დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
✔დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
✔დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
✔დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.