"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩოხატაურიდან უკვე გაემგზავრნენ პარტიის მხარდამჭერები.
პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დიმიტრი კორიფაძის ინფორმაციით ჩოხატაურიდან 70 ადამიანი წავიდა:
_ 70 ადამიანი წავედით. დაახლოებით 50 ადამიანი, თბილისში მცხოვრები ჩოხატაურელები რუსთაველზე შემოგვიერთდებიან, _ აღნიშნა კორიფაძემ ჩვენთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, გადაცემაში "კვირის თემა" კორიფაძემ ჩოხატაურიდან 100 ადამიანის წასვლა დაანონსა.