გენიოსებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არაფერი ადამიანური მათთვის უცხო არ არის. რომელ ალკოჰოლს სწყალობენ დიდი ადამიანები? რომელი ალკოჰოლი „უღვიძებდა“ მათ მუზას?
რემარკისთვის ერთადერთი სასმელი, რომელსაც ის აღიარებდა, იყო კალვადოსი, ანუ ვაშლის არაყი, სასიამოვნო და არომატული. რემარკის თითქმის ყველა ნაწარმოებში კალვადოსის ქება-დიდებაა. მისი გმირებიც მხოლოდ კალვადოსს ანიჭებენ უპირატესობას.
ჰემინგუეიმ რომს მთელი მოთხრობაც კი მიუძღვნა – „კუნძულები ოკეანეში“, მისთვის რომი სიცოცხლის აზრიც იყო და შთაგონების წყაროც, დეპრესიის წამალიც და მხიარულების განუყრელი ატრიბუტიც.
ბალზაკზე ამბობენ, ყავაზე გიჟდებოდა და ამან მოკლა კიდეცო. აბა, რა, შამპანური ხომ ვერ მოკლავდა! ის მისთვის ღვთაებრივი ნექტარი იყო.