"თავისუფლების მოედანზე“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, ამ წუთებში, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი შემოუერთდა.
როგორც მან აღნიშნა, "ვარდების მოედნიდან“ მოდის, სადაც აქციის მონაწილეები ჭარბად არიან.
მისივე თქმით, ეს უნიათო მთავრობა უნდა გადადგეს, სწორედ ამას მოჰყვა აქციის მონაწილეების სკანდირება: "გადადგეს მთავრობა“ და "ივანიშვილო, წადი!“