"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლაში, აქციის მონაწილეებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობაში გადასული მათი ყოფილი თანაპარტიელები უნდა დაეხმარონ და ეს პასუხისმგებლობა აიღონ.
"მიუხედავად იმ ათიათასობით ადამიანისა, რომლებიც "თავისუფლების მოედანზე" დგანან, ჩვენ არ გვქონია გათვლა, რომ რაიმე კონკრეტული რიცხვი მოვიდოდა ამ ადამიანების. ხალხის რაოდენობა არის დასტური იმისა, რომ ჩვენ მთავრობა უნიათოა.
ჩვენი მოვალეობა, როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალის, არის ის, რომ ვთქვათ სიმართლე.
ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით ივანიშვილს, რომ ამ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობამდე მივიდოდით. ხალხის რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ ეს კრიზისი აბსოლუტურად ყველა ოჯახს შეეხო. ჩვენ ამ მდგომარეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავაღწევთ თავს, თუ მთავრობა შეიცვლება.
ამ სიტუაციაში გადამწყვეტი იქნება, დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობაში გადასული ჩვენი გუნდის წევრები რომ ეს ადამიანები მიხვდნენ, ყველაფერი ახლა მათზეა დამოკიდებული.
რაც მალე გააცნობიერებს ეს 15-16 დეპუტატი პასუხისმგებლობას, მით უფრო მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან", _ განაცხადა ჭიაბერაშვილმა.