"გურია ნიუსის" ინფორმაციით, რუსთავში მცხოვრებმა რობერტ ვაჩეიშვილმა, თავი დაიწვა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ვაჩეიშვილს ოჯახური პრობლემები ჰქონდა და სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
ვაჩეიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მცხოვრები იყო. როგორც სოფლის გამგებელმა გვითხრა, ის ბოლო რამდენიმე წელია რუსთავში ცხოვრობდა.
"ჩვენი ინფორმაციით, მას ოჯახური პრობლემები ჰქონდა. ჩვენს სოფელში იყო ჩაწერილი და ეს სამწუხარო ამბავი მისი ნათესავებისგან შევიტყვეთ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დადებითი პიროვნება იყო. ამბობენ, მას ოჯახში ჰქონდა პრობლემები", _ აღნიშნა გელა ვაჩეიშვილი.