ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მისული ხალხი, ძირითადად გამოხატავდა იმ სულისკვეთებას, რომელიც მთელ საქართველოშია, რომ უმოქმედობამ საქართველო დახია უკან.
"თავისუფალი დემოკრატები" ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც სჭირდება ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას და წავიყვანთ ქვეყანას წინ. ძალიან მალე ჩვენ გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაცია.
ჩვენი დღის წესრიგით შევალთ პარლამენტში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინიციატივას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მთავრობის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.