ავსტრიის ქალაქ დორბინში გამართულ საჭადრაკო ტურნირზე, ჩემპიონის ტიტული, ქულის დაუკარგავად, ლანჩხუთელმა 13 წლის ვაჩე ნაკაიძემ დაისაკუთრა. შეჯიბრზე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ვაჩეს ერთ-ერთი საჭადრაკო პარტია ყოფილა, სადაც ულამაზესი კომბინაციით "დახშული შამათი" გაუკეთა ალბანელ მოჭადრაკეს, რაზეც დარბაზში მყოფმა ჭადრაკის მოყვარულებმაც თავი ვერ შეიკავეს და მხურვალე ტაშითაც დააჯილდოვეს ჩვენებური ნორჩი მოჭადრაკე.
ვაჩე მწვრთნელ ადამ ხუხუნაიშვილის შეგირდი იყო, რომელთანაც ერთად სამშობლოში საკმაოდ ბევრ ტურნირზე მიუღია მონაწილეობა და წარმატებებისთვისაც მიუღწევია, თუმცა ახლა ავსტრიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.