https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რისთვის რამდენი ფული დაიხარჯება ბიუჯეტიდან

2:12; 8.12.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელები, ჩაისუბნისა და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექტორთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდნენ. ამგვარი “ფასადური შელამაზების” მიუხედავად, “საბიუჯეტო შიგთავსი” იგივე რჩება _ 3 242.9-ათასიანი ბიუჯეტიდან ადგილობრივი ხელისუფლების შენახვა ჩოხატაურს 1 288.0 ათასი ლარი უჯდება, ხოლო ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, მხოლოდ… 275.0 ათას ლარს იმეტებს!

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 3 მილიონ 242.9 ათასი ლარია. 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსულობები (ნაშთის 15.0 ათასი ლარის ჩათვლით) განსაზღვრულია 3 242 9 ათასი ლარით. 2011 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2012 წლის ბიუჯეტი გაზრდილია 553.8 ათასი ლარით, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით შემცირებულია 396.7 ათ. ლარით.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნავს: “ეს გამოწვეულია იმით, რომ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე თანხის მოცულობა ასახული არ არის, ასევე 2012 წლის პროექტში გათვალისწინებული არ არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა, რაზედაც თანხების გამოყოფა ხდება 2012 წლის დასაწყისში. ასევე 2012 წელში გათვალისწინებულია ცალკეულ სამუშაოებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით თანხების გამოყოფა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის მოცულობა 2011 წლის ბიუჯეტთან შედარებით საგრძნობლად გაიზრდება 2012 წელში”.

წინა წლების ანალიზი აჩვენებს, რომ სწორედ საარჩევნო წლებში “ვერ ხერხდება” მთავარი ფინანსური დოკუმენტის თავიდანვე ისე ფორმირება, რომ ხშირი შესწორებებისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების დინამიკა, აუცილებლობა და ეფექტურობა საზოგადოებრივ კონტროლს დაექვემდებაროს. ეს, განსაკუთრებით, “ინფრასტრუქტურულ” და სოფლის დახმარების პროგრამებით განსაზღვრულ პროექტებს ეხება; გაწერილი სამუშაოები მხოლოდ ქაღალდზე, ნაწილობრივ ან უხარისხოდ სრულდება და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაწერილი თანხები საარჩევნოდ, მმართველი პარტიის ხმების მოსაპოვებლად იხარჯება.

ჩოხატაურის ბიუჯეტი მწვავედ დეფიციტურია _ პროექტით გათვალისწინებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 450.4 ათასი ლარის ფინანსური დახმარებები (ტრანსფერი) გამოიყოს, მათ შორის: გათანაბრებითი ტრანსფერი 2 295.4 ათასი ლარი და მიზნობრივი დანიშნულების (დელეგირებული უფლებამოსილების გასახორციელებლად) _ 155.0 ათასი ლარი; წლის დასაწყისისთვის, რიცხული თავისუფალი ნაშთი მიმართული ხარჯების დასაფარავად კი შეადგენს 15.0 ათას ლარს.

ვნახოთ, რა შემოსავლების მობილიზებას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება: ბიუჯეტის შემოსავლებში ქონების გადასახადიდან გაანგარიშებულია 317.0 ათასი ლარის შემოსვლა. სხვა შემოსავლები 450.5 ათასი ლარია. ადგილობრივი მოსაკრებლები და გადასახდელები გაანგარიშებულია 6.1 ათასი ლარით; ჯარიმები, სანქციები და საურავები 14.0 ათასი ლარითაა გაანგარიშებული. არაფინანსური აქტივების კლებაში 10.0 ათასი ლარია გათვალისწინებული. ეს არის და ეს! მაგრამ, ამის მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებას ხელმომჭირნეობას არავინ თხოვს და ბიუჯეტის დიდი ნაწილი უზომოდ გაზრდილი შტატების, უფუნქციო ან ნაკლებსაჭირო სამსახურების საკმაოდ კომფორტულ შენახვას ხმარდება. ბიუჯეტის გადასახდელები 3 242.9 ათას ლარს შეადგენს და აქედან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე დაიხარჯება 1 288.0 ათასი ლარი! უფრო კონკრეტულად, ჩვენს ფულს ადგილობრივი სტრუქტურები ასე დახარჯავენ: წარმომადგენლობითი ორგანოების (საკრებულოს) შენახვა 334.2 ათასი ლარი, აღმასრულებელი ორგანოების (გამგეობის) კი 842.7 ათასი ლარი დაგვიჯდება. აქედან, მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელობის შენახვაზე 122.1 ათასი ლარი, ადმინისტრაციული სამსახურის შენახვაზე 63.6 ათასი ლარი, საფინანსო სამსახურის შენახვაზე 80.8 ათასი ლარი, იურიდიული სამსახურის შენახვაზე 26.8 ათასი ლარი; ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის შენახვისათვის 60.8 ათასი ლარი; სოციალურ საკითხთა სამსახურის შენახვაზე 31,8 ათასი ლარი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის შენახვაზე 30.7 ათასი ლარი; მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შენახვაზე 52.8 ათასი ლარი; მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის შენახვაზე 34.7 ათასი ლარი; ზედამხედველობის სამსახურის შენახვაზე 35.2 ათასი ლარი; საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის შენახვაზე 29.4 ათასი ლარი და ტერიტორიული ერთეულების ორგანოების შენახვაზე 274.0 ათასი ლარი დაიხარჯება.

მოდით, ვნახოთ, ამ თანხის დახარჯვის სანაცვლოდ, რა სერვისს, მომსახურებას გვთავაზობს ჩვენი ფულითვე დაქირავებული ხელისუფლება: გამგებლის სარეზერვო ფონდში მომავალი წლის ბიუჯეტში 35 ათასი ლარია ჩადებული; საინვესტიციო პროგრამების თანადაფინასებაზე _ 13.2 ათასი ლარი; აუდიტის მომსახურების ხარჯები 9.8 ათას ლარს შეადგენს; მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტში გურიის მატიანეს მომზადების ხარჯი 4.9 ათასი ლარით არის განსაზღვრული; საარქივო მომსახურებაზე დაიხარჯება 9.8 ათასი ლარი; მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შენახვა კი 7.0 ათასი ლარი დაგვიჯდება.

სახელმწიფო შენობების ტექნიკური პასპორტების და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადებისთვის დაიხარჯება 10.0 ათასი ლარი; ადმინისტრაციული შენობის დაცვისთვის _ 5.5 ათასი ლარი; ხელისუფლება კორპორაციული კავშირგაბმულობის მომსახურებისთვის 4.9 ათას ლარს დახარჯავს; გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტოს შენახვა, რომლის ფუნქციები სრულიად გაურკვეველია, 11.0 ათასი ლარი დაგვიჯდება. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვაზე _ 92.0 ათასი ლარი, სახანძრო დაცვის სამსახურის _ 130.0 ათასი ლარი, ხოლო პოლიციისთვის, რომელსაც საკმაოდ უხვად აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი, 60.0 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტით ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაზე _ 272.7 ათასი ლარია მიმართული.

კომუნალური სამსახურის “სხივი” სუბსიდირებაზე _ 190.0 ათასი ლარი, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციაზე _ 3.2 ათასი ლარი; საახალწლო ღონისძიებებზე კი 15.0 ათასი ლარი დაიხარჯება.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების “მომავალი” შენახვა 430.0 ათასი ლარი, განათლების სისტემის ხელშეწყობის პროგრამა _ 5.0 ათასი ლარი; სპორტული, კულტურული, ახალგაზრდული ღონისძიებები _ 690.2 ათასი ლარი დაგვიჯდება.

კულტურულ ღონისძიებებს მოხმარდება 431.2 ათასი ლარი; მათ შორის, კულტურის ცენტრის ცენტრის სუბსიდირებაზე _ 170.0 ათასი, სამხატვრო სკოლის სუბსიდირებაზე _ 55.0 ათასი ლარი, საბიბლიოთეკო გაერთიანების სუბსიდირებაზე _ 70.0 ათასი ლარი, სამუსიკო სკოლის სუბსიდირებაზე _ 68.0 ათასი ლარი და სამუზეუმო გაერთიანების სუბსიდირებაზე 68.2 ათასი ლარი დაიხარჯება. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებას 18.0 ათასი ლარი მოხმარდება, ხოლო რელიგიის დაფინანსებისათვის _ 16.0 ათასი ლარია გათვალისწინებული. მომავალი წლის ბიუჯეტში, ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები; ამჯერად, ამ მიზნით 24.5 ათასი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

ახლა კი ვნახოთ, რა თანხის დახარჯვას გეგმავს ხელისუფლება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის. ამ მიზნით, სპორტულ ღონისძიებებზე თითქმის სამჯერ ნაკლები თანხაა გათვალისწინებული _ 275.0 ათასი ლარი. აქედან, საზოგადოებრივ ჯანდაცვას მოხმარდება 75.0 ათასი ლარი, საიდანაც დაფინანსდება 11 საფერშლო პუნქტი! დანარჩენი 200.0 ათასი ლარი კი ასე ნაწილდება: უხუცეს დღეგრძელთა (100 წელზე და მეტი წლის მოხუცები) სოციალურ დაცვაზე _ 2.4 ათასი ლარი; სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურებაზე _ 4.0 ათასი ლარი; უპატრონო პირთა დასაკრძალად _ 3.0 ათასი; ეკონომიკურად შეჭირვებული და უკიდურესად ღატაკი ოჯახებისთვის სათბობის შესაძენად _ 14.0 ათასი ლარი; სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი, მძიმე საცხოვრებელ და ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერად დახმარებაზე _ 60.0 ათასი ლარი; ლტოლვილთათვის შეშის შესაძენად, სხვა აუცილებლობიდან გამომდინარე ერთჯერადი დახმარებისა და დასაკრძალად ხელისუფლება 10.0 ათას ლარს გაიღებს; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა 13 ოჯახის დასახმარებაზე _ 12.5 ათას ლარს.

18-დან 60 წლამდე ასაკის შეჭირვებულ პირებთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისთვის სულ 20.0 ათასი ლარია გამოყოფილი.

ონკოლოგიურ ავადმყოფთა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურება საახალწლო ხარჯებზე ნაკლები “დაჯდება” _ 10.0 ათასი ლარი.

შეჭირვებული სტატუსის მქონე მშობიარეთა 50%-იან თანადაფინასებაზე _ 17.6 ათასი ლარი; მრავალშვილიანი (4 და მეტ, 18-წლამდე ასაკის ბავშვები) შეჭირვებული ოჯახების დახმარებაზე _ 24.0 ათასი ლარი; დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარებაზე (4 ბავშვი) _ 1.5 ათასი ლარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალურ დაცვაზე (ფენიკეტონურიით დაავადებული ბავშვების კვების ხარჯი) _ 6.0 ათასი ლარი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივების მატერიალური მხარდაჭერისთვის _ 5.0 ათასი ლარი;

3-დან 18-წლამდე ასაკის შეჭირვებულ ოჯახთა ბავშვების სამედიცინო მომსახურების 50%-იანი თანადაფინანსებისთვის _ 4.0 ათასი ლარი; თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა დიალეზის კურსისთვის _ 6.0 ათასი ლარი.

საკრებულოს წევრმა, დავით შარაშიძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ხელშეწყობის აუცილებლობაზე, ასევე, უდედმამო ბავშვებისთვის დაფინანსების გაზრდაზე ისაუბრა.

მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომელი ედიშერ ღამბაშიძე თვლის, რომ აუცილებელია თანხები გამოიყოს და ჩოხატაურში რადიაციული ფონი შემოწმდეს.

_ ჩოხატაურში ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელი ძალიან მაღალია; იქნებ, გაგვეგო, რა იწვევს ასეთ შედეგებს, _ აღნიშნა ღამბაშიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარეს ანტონ ხუნდაძეს სხდომაზევე ვთხოვეთ დაესახელებინა სტატისტიკური მონაცემი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ონკოავადმყოფთა კონკრეტული რაოდენობა ხელისუფლებამ არ იცის. ამდენად, გაუგებარია, რატომ ჩაიდო ბიუჯეტის პროექტში ამგვარ ავადმყოფთა დასახმარებლად მხოლოდ 10 ათასი ლარი. ხუნდაძის განმარტებით, დაფინანსებას იმის მიხედვით თვლიან, თუ რამდენმა მოქალაქემ მიმართა გამგეობას მიმდინარე წელს დასახმარებლად!

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის დაფინანსება სულაც არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში, ჩოხატაურის ხელისუფლებამ 60 000 ლარი პოლიციას უფეშქაშა და ოზურგეთის ხელისუფლებასაც კი “გადაუსწრო”, რომელმაც თითქმის 6 მილიონი ლარით დიდი ბიუჯეტიდან პოლიციისთვის 55 000-ლარიანი ხარკი გაიღო. გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა გვიპასუხა, რომ პოლიციისთვის თანხა არ გაუზრდიათ და წარმოდგენილი საჭიროების მიხედვით, იგივე თანხა ჩაუდეს, რაც გასულ წელს ჰქონდათ.

მართალია, ხარჯების და საქმიანობის დასასაბუთებლად თავი არ შეუწუხებია “გურიის განვითარების სააგენტოს”, მაგრამ ბიუჯეტიდან 11 000 ლარი მაინც ერგო. ვერავინ გვიპასუხა კითხვაზე, რას საქმიანობს ეს სააგენტო და რისთვის იღებენ ხელფასებს მისი თანამშრომლები. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ორგანიზაცია მხოლოდ ყოფილი ჩინოვნიკების დასასაქმებლად შეიქმნა.

_ ეს კითხვები შეგიძლიათ სააგენტოს ხელმძღვანელებს დაუსვათ, _ “მიგვასწავლა” საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც კანონი ავალდებულებს მოიკითხოს, ვინ რაში ხარჯავს სახელმწიფო ფულს.

_ სააგენტოს ხელმძღვანელობასთან რა კითხვები დავსვათ, ვიცით, მაგრამ ბატონო ანტონ, თქვენ რაში აძლევთ ამ სააგენტოს ფულს? რა დანიშნულება აქვს, რას საქმიანობს?

_ ეგ ყველაფერი მაგ სააგენტოს დებულებაში წერია და შეგიძლია ნახოთ.

_ კარგად ვიცით რა წერია დებულებაში, ჩვენ გვაინტერესებს საკრებულოს თავმჯდომარის მოსაზრება.

_ მალე იქნება სააგენტოს ანგარიშის მოსმენა.

_ ეს ანგარიშის მოსმენა ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის მოსმენას ხომ არ ჰგავს? კარგად გვახსოვს, შექმნის დღეს ამტკიცებდით, რომ ყოველ სამ თვეში ერთხელ მოუსმენდით ამ სამსახურს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ “აღმოაჩინეთ”, რომ თურმე არაფერს აკეთებდნენ…

_ ჩვენ არ გვითქვამს, ზედამხედველობის სამსახური არაფერს აკეთებსო.

_ სწორედ ეს მოტივი ჩაუწერეთ ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ვლადიმერ სიხარულიძეს თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში…

_ ბიუჯეტის განხილვა არ არის სიხარულიძის თემის გარკვევა… _ ასე მსჯელობს საჯარო განხილვისას საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც 11 000 ლარს მხოლოდ იმისთვის აძლევს ორგანიზაციას, რომ თურმე, მისივე თქმით, ანალოგიური სააგენტო კახეთში კარგად მუშაობს!

ედიშერ ღამბაშიძის მოსაზრებას, რომ კულტურის ცენტრში აუცილებელია შტატების შემცირება, რათა დარჩენილებს ხელფასები გაეზარდოს და შესაბამისად, მუშაობის ხარისხი ამაღლდეს, გამგებლის, ლელა იმედაშვილის პასუხი მოჰყვა, რომელიც ხუნდაძის “ლოგიკას” არაფრით ჩამოუვარდება:

_ შეუძლებელია იმ პირობებში, რომლებშიც კულტურის ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ, ხარისხის მოთხოვნა გავაკეთოთ. პირველ რიგში, მოსაგვარებელია კულტურის სახლის პრობლემა და დამერწმუნეთ, როცა პირობები იქნება, ყველას მოვთხოვთ ხელფასის შესაბამის მუშაობას. ვინც ვერ იმუშავებს, სახლში წავა, _ თქვა იმედაშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ვისია ტელეკომპანია "გურია" _ "უკან კი არა, გვერდით დგანან"

IRI-ის კვლევების მიხედვით, რეგულარულად კითხვად ქართულ გაზეთებში 68 პროცენტით გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

20:19; 24.02.2026
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

19:46; 24.02.2026
პოლიტიკა

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

19:30; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში

19:08; 24.02.2026
სამართალი

ტაქსი და ბავშვთა სასწრაფო დახმარების ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

18:48; 24.02.2026
პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ამ ომის შედეგი ჩვენი კონტინენტის ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს

18:31; 24.02.2026
საზოგადოება

ვის მოუწევს ვენახების გასაშენებლად თანხმობის აღება

18:09; 24.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:05; 24.02.2026
საზოგადოება

“ენერგო -პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 24.02.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:01; 24.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 12 პირი გამოავლინა

16:27; 24.02.2026
სამართალი

ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

15:48; 24.02.2026
ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24.02.2026
პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები

15:20; 24.02.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში: ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ

15:12; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო