ერთ–ერთი ჯიშის კარტოფილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტების სიაში მოხვდა.
მისგან დამზადებული კერძის დაგემოვნება მხოლოდ ძვირადღირებულ რესტორნებშია შესაძლებელი. 1 კილოგრამი კარტოფილის ფასი 700 ამერიკული დოლარია.
ეს ჯიში მხოლოდ საფრანგეთში, კერძოდ კი კუნძულ ნუარმუტიეზე იზრდება.
მას თებერვალში თესავენ და მაისში იღებენ. ყოველწლიურად კუნძულზე 100 ტონამდე კარტოფილი მოდის. იმის გამო, რომ მას სასუქით ზრდიან, მლაშე გემო აქვს. მისი მოვლა ძალიან რთულია, ამიტომაც მის დათესვას ყველა ერიდება. ასე რომ არ იყოს, ძვირიც არ იქნებოდა.