ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ინგა გრიგოლიამ და ეკა ხოფერიამ იმედის ეთერში განცხადებები არამიზანმიმართულად და ემოციურ ფონზე გააკეთეს და არც “ქართული ოცნებისგან” და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია “რეაქციის” თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას, ფეისბუქზე ეხმაურება ეკა ხოფერია:
_ ემოციური და პოლიტიკური " იმედის" მიერ გავრცელებული განცხადებაა და არა ჩვენი, ჟურნალისტების. ისე, პრეცედენტი არ მახსენდება არხის ხელმძღვანელობა ასეთი განცხადებით გაემიჯნოს საკუთარ ჟურნალისტებს. შეიძლება მე ვერ ვიხსენებ, _ წერს ხოფერია.
ამავე თემაზე: TV "იმედი": ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს; ინგა გრიგოლია: "ასე მოულოდნელად დამეცა მეხი";