"ბევრი ზარი მქონდა და აქაც დავწერ ბარემ _ არსად ვაპირებ წასვლას, მიუხედავად იმისა,რომ არ მომეწონა ტელევიზიის განცხადება," _ ასე ეხმაურება ინგა გრიგოლია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის ტელეკომპანია "იმედს" ტოვებს:
_ "რეაქციას", ვგეგმავ ჩვეულებრივად და საერთოდ არ ვფიქრობ ფეხის მოცვლას არსად, _ აღნიშშნა გრიგოლიამ და დასძინა _ "როგორ ეწყინებათ ეს ჩემი სტატუსი,ვისაც ეგონა გავბრაზდებოდი და გავიქცეოდი. მეთოდები მოგიძველდათ".
შეგახსენებთ, რომ დღეს, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ინგა გრიგოლიამ და ეკა ხოფერიამ იმედის ეთერში განცხადებები არამიზანმიმართულად და ემოციურ ფონზე გააკეთეს და არც “ქართული ოცნებისგან” და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია “რეაქციის” თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას.
"პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა რომ “ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს არ გაეშუქებინათ “რეაქციაში” 21 მარტის აქციის თემა.
ტელეკომპანია “იმედი” ცალსახად აცხადებს რომ ჟურნალისტების ეს გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს. არც ხელისუფლებისგან, არც “ქართული ოცნებისგან” და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია “რეაქციის” თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას. ტელეკომპანია იმედი იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან.
რასაკვირველია არხისათვის არ არის სასურველი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაწყვეტილებების მოულოდნელი ცვლა ეთერის წინ, თუმცა ასეთი ფაქტები არ იძლევა უფლებას გაკეთდეს პოლიტიკური სახის განცხადებები, განსაკუთრებით გადაცემის თემატიკის შეზღუდვასთან ან ტელეარხის დამოუკიდებლობის ხელყოფასთან დაკავშირებით, რასაც ქონდა ადგილი ამ შემთხვევაში აღნიშნული წამყვანების მხრიდან.
ტელეკომპანია იმედი მუდმივად რჩება პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტების და დამოუკიდებელი მედიის პრინციპების ერთგული", _ აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე: TV "იმედი": ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს; ინგა გრიგოლია: "ასე მოულოდნელად დამეცა მეხი"; ეკა ხოფერია: "ემოციური და პოლიტიკური "იმედის" მიერ გავრცელებული განცხადებაა და არა ჩვენი"