საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის სამხრეთით გერმანული ავიაკომპანიის “Germanwings” კუთვნილი Airbus 320, რეისით ბარსელონა-დუსელდორფი ჩამოვარდნის გამო.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს გერმანიის, ესპანეთის და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეები იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.