ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, მაიკლ აასტრუპ იენსენმა (დანია, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი) დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ე.წ. “ხელშეკრულების“ ხელმოწერის ფაქტი.
_ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული მსგავსი „ხელშეკრულების“ მსგავსად, აღნიშნული შეთანხმება არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცოცავი ანექსიის კიდევ ერთი მაგალითი. რუსეთი ადამიანებს შორის ქმნის ახალ ბარიერებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, რაც მიუღებელია – ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.