ეროვნული სატყეო სააგენტო აგრძელებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას საქართველოს მასშტაბით. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ადიგენის რაიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სოჭის, ნაძვის და ფიჭვის ჯიშის 24 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი.
ამჟამად მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.