(ინტერპრესნიუსი) _ “ინტერპრესნიუსისთვის” ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგები ქართულ პრესასთან დაკავშირებით. რეგულარულად კითხვად ქართულ გაზეთებში გაზეთი “კვირის პალიტრა” ლიდერობს – 68 პროცენტით.
ამავე კვლევების მიხედვით, მეორე ადგილზეა “ასავალ-დასავალი” 28 პროცენტით; შემდეგ მოდიან: “ალია” -13 პროცენტი; “ქრონიკა” – 7 პროცენტი; “რეზონანსი” – 6 პროცენტი, “ახალი თაობა” – 5 პროცენტი; “გურია ნიუსი” და “პრაიმტაიმი” – 2-2 პროცენტი.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე ჩატარდა. გამოიკითხა 4 ათასი რესპონდენტი 18 წელს ზემოთ.