(ინტერპერსნიუსი) _ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI – ის კვლევების მიხედვით, სანდოობის რეიტინგში გაზეთი “კვირის პალიტრა” ლიდერობს.
კითხვაზე, ყველაზე მეტად რომელი ქართული გაზეთის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით, პასუხები ასე გადანაწილდა: პირველად არჩევანში “კვირის პალიტრას” 43 პროცენტი აქვს, მეორად არჩევანში – 50 პროცენტი.
“ასავალ-დასავალს”, შესაბამისად, 12 და 17 პროცენტი; “ალია” – 4-7 პროცენტი; “ქრონიკა” – 3-5 პროცენტი; “რეზონანსი” – 2-4 პროცენტი; “ახალი თაობა” – 2-3 პროცენტი; “გურია ნიუსი” – 1-2 პროცენტი; “საქართველოს რესპუბლიკა” – 1-1 პროცენტი; “აჭარა” – 0-1 პროცენტი; “პარიამტაიმი” – 0-1 პროცენტი; “ალიონი” – 0-1 პროცენტი; “24 საათი” – 0-1 პროცენტი; “ბათუმელები” – 0-1 პროცენტი; “გურიის მოამბე” – 0-1;
“ინტერპრესნიუსისთვის” საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგები ქართულ პრესასთან დაკავშირებით დღეს გახდა ცნობილი.
ამავე კვლევების მიხედვით, რეგულარულად კითხვად ქართულ გაზეთებშიც გაზეთი “კვირის პალიტრა” ლიდერობს – 68 პროცენტით.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 4 ათასი რესპონდენტი 18 წელს ზემოთ.