"საზოგადოებამდე სათანადოოდ ვერ მიდის მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეები" _ ასე დაიწყო პრესკონფერენია პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე:
_ სამწუხაროდ, საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს, მე მსურს ერთგვარი ანგარიში წარვუდგიონო საზოგადოებას იმის თაობაზე, რას საქმიანობს ჩვენი მთავრობა, როგორია ჩვენი ხედვა, რა გვაქვს დაგეგმილი, ასევე შევაჯამო განვლილი სამუშაოები, _ განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელიც ამ წუთებში მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშს კითხულობს.