საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით მთავრობისთვის "პრიორიტეტულია ჩვენი ჯარი".
_ სწორედ ამიტომ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელფასები გაიზარდა 20-25%-ით;
თავდაცვის უწყების და შეიარაღებული ძალების 350-მდე მრავალშვილიან თანამშრომელს სახელფასო დანამატი დაენიშნა;
საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო ოჯახების ერთჯერადი კომპენსაცია გახდა 100,000 ლარი;
დაღუპული სამხედროების ოჯახებს დაენიშნათ ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით, რომელიც 2015 წლიდან 1000 ლარი გახდა.
საერთაშორისო მისიებში დაღუპული ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.