_ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, მათ შორის, მუცო, დართლო, ჩაჟაში, ვარძია; 2 ძეგლიდან 11- მდე გაიზარდა საქართველოს არამატერიალური მემკვიდრეობების ნუსხა; კულტურული მემკვიდრეობების 19 ძეგლს ჩაუტარდა მასშტაბური სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები; ხელი მოეწერა ევროკავშირის უმსხვილეს პროგრამის ხელშეკრულებას, რომლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 460 მილიონი ევროა; საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაეზარდა; 24 მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა; ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის შედეგადაც „გოსფილმოფონდი“ საქართველოს გადმოსცემს 1916 წლიდან 1990 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს, _ განაცხადა პრემიერმა “ჰოლიდეი ინნში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე.
_ მისივე თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე ეტაპობრივად იზრდება სპორტის დაფინანსება: "გაიზარდა სპორტსმენთა პრემირებისა და სტიპენდირების პროგრამები; გაიზარდა სპორტის სახეობათა განვითარების პროგრამების ბიუჯეტი; სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა და სპორტსმენთა სოციალური უზრუნველყოფისთვის 9,1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა", _ თქვა ღარიბაშვილმა.