პრემიერის კონფერენციის პარალელურად სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-თან არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს:
"მე როგორც რიგითი მოქალაქე, ისე ვიყავი აქციაზე. აქციას მართავდა "თავისუფალი ზონა", "პატრიოტთა ლეგიონი", "აპრიორი" და "დროა". აქციის მთავარი მოთხოვნა იყო მთავრობის გადადგომა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსახლეობასთან ერთად გააპროტესტებს მთავრობის უნიათობა. მოუწოდეს მთავრობის წევრებს, რომ დატოვონ თანამდებობები", _ გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, აქციაზე შეხლა-შემოხლაც მოხდა:
"როგორც ვიცი, ინაშვილის მხარდამჭერებსა და "თავისუფალ ზონას" შორის დაპირისპირება მოხდა _ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელ გოგონას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა ინაშვილის მომხრემ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციამ ერთი პირიც დააკავა", _ აღნიშნა ხაბეიშვილმა.
"გურია ნიუსი" ამ წუთებში შსს პრესამსახურთან ცდილობს გადაამოწმოს, ნამდვილად დაკავებულია თუ არა აქციის მონაწილე და რასთან დაკავშირებით.