თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომლის თანახმადაც საფრანგეთში ვიზიტისას მას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა, ირაკლი ღარიბაშვილმა "უზნეო საქმე" უწოდა:
_ ვფიქრობ, ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება აბსოლუტურად უზნეო საქმეა.
მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების კომენტირებას. მიმაჩნია, რომ ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.