გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ეხება ირაკლი ღარიბაშვილი არ იზიარებს:
_ გოგი თოფაძის განცხადებებს, მე რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, ეს მისი პირადი აზრია. ეს არ წარმოადგენს კოალიციის აზრს.
ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს თემა და მისი კომენტარი არის ზედმეტად აჟიტირებული და გირჩევდით დიდი დრო არ დახარჯოთ ამ თემაზე.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის აბსოლუტურად ნათელი, ეს არის ღიად დეკლარირებული, საქართველოს პარლამენტის მიერ არის განსაზღვრული.
ჩვენ გვაქვს სრული კონსესუსი ამ საკითხთან მიმართებაში და საქართველოს მთავრობა ამ კურსს და ამ პოლიტიკას ეფექტიანად ახორციელებს, იმედი მაქვს, რომ "მრეწველები" დაადატსურებენ მათ აზრს, რომ იზიარებენ სრულად ჩვენს მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.