ირაკლი ღარიბაშვილის თქმით "პრეზიდენტის გამოსვლას ან პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ან ტელევიზორით" მოისმენს:
_ მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს, წავა ღარიბაშვილი პარლამენტში თუ არა, პრეზიდენტის გამოსვლას ან პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ან ტელევიზორით მოვუსმენ.
აბსოლუტურად არავითარი პრობლემა, არც გართულებული ურთიერთობა არ გვაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილთან.
მე მაქვს აბსოლუტურად ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა, ისეთი, როგორიც უნდა გვქონდეს.
ჩვენ გვაქვს ახალი რეალობა, ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი.
საქართველოს მთავრობას აქვს დელეგირებული მისი ფუნქცია და მოვალეობები კონსტიტუციით და კანონით. არავითარი პირადი სახის კონფლიქტი არ გვაქვს.
გვაქვს საზოგადოებრივ ღონისძიებებზე შეხვედრები, ან საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე შეხვედრები. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობა, როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ისეთი როგორიც უნდა იყოს ნორმალურ საპარლამენტო რესპუბლიკებში, – განაცხადა ღარიბაშვილმა.