"ჰოლიდეი ინ"-თან არ იმყოფებიან ჩემი პარტიის წევრები და მხარდამჭერები", _ განუცხადა "გურია ნიუსს" პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის კონფერენციის პარალელურად სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-თან არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს ინაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერსა და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა.