"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გივი თარგამაძე დღეს თბილისის პროკურატურაში დაიბარეს.
დეპუტატი მოწმის სახით დაიკითხება იმ საქმეზე, რომლის გამოძიებაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლის მხრიდან, დაცული ინფორმაციის თარგამაძისთვის გადაცემის ფაქტზე დაიწყო.
"მისაბაძი პოლიციელის, რუსლან ბაზიაშვილის მიმართ, ივანიშვილის ბრძანებით და პრემიერ-მინისტრის მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მიბარებენ. მიუხედავად იმისა, რომ უფლება მაქვს, უარი ვთქვა დაკითხვაზე მისვლაზე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, მივიდე", – განაცხადა გივი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო გაათავისუფლა.
შსს-ს ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციას სისტემატურად აწვდიდა.