პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედია ქაოსის შექმნაში დაადანაშაულა და მისი განცხადებების გადასამოწმებლად მედიატურის გამართვა შესთავაზა:
_ რამდენიმე საწარმო გასულ წელს მე პირადად გავხსენი. მთელს რეგიონებში არის საწარმოები. ეს არის კონკრეტული ფაქტები. ფიქრობთ, რომ გავბედავდი და მოგატყუებდით, რომ 105 საწარმო დავაფინანსეთ?
გადაამოწმეთ თუ არის 104, 103. სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად გავმართოთ მედიატური და თავად დარწმუნდით.
თქვენ ქმნით ქაოსს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აბსოლუტურად სხვა რეალობა გაქვთ შექმნილი მედიაში.
მე არ გგულისხმობთ თქვენ, არამედ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დგანან მედიასაშუალებების უკან და საბედნიეროდ არის ის, რომ ჩვენ ვართ ღია მთავრობა და ამ სიცრუის და პროპაგანდის არ გვეშინია, _ ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას _ "სად არის 100 საწარმო".