_ საბედისწერო შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში გვყავდა სამარცხვინო მთავრობა _ ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვაზე ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტის შეკითხვას _ "მთავრობის პოლიტიკა, წინა ხელისუფლების მაღალაჩინოსნების დასჯასთან დაკავშირებით, ხომ არ იქნება ამ მთავრობისთვის საბედისწერო"
_ მე არ მოვერიდები ამის თქმას, თუმცა გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში მე, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციას, ოპონენტებს არ მოვიხსენიებ.
ამ შემთხვევაში მე უფლებას ვიტოვებ როგორც მოქალაქის აზრი გამოვხატო, მე ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო მიღრმავდება ეჭვები ამ რეიტინგებთან დაკავშირებით და ჩემთვის არ არის საინტერესო, საინტერესო არის ის, რომ მოსახლეობის განწყობა იცოდეს მთავრობამ.
მე ძალიან კარგად ვიცოდი, კარგად ვიცი რა იყო საზოგადოების დაკვეთა 2012 წლის 1 ოქტომბერს და ის ფაქტი, რომ ათასობით გამოუძიებელი და ძალიან მძიმე დანაშაულები იყო ჩვენი მემკვიდრეობა და არის ძალიან დიდი გამოწვევა.
ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება რასაც ვაკეთებს, ვაკეთებთ გამჭვირვალედ და თქვენი კითხვა ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მე გეტყვით, რომ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ გამჭვირვალედ წარგვემართა ეს პროცესი,რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩენილიყო.
ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომელებიც წარმოადგენენ EPP-ს იმ გაერთიანებას, რომლის წევრიც არის ნაციონალური მოძრაობა და ბუნებრივია, რომ ისინი გამოხატავენ სოლიდარობას.
ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია მიწოდებული ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, იქნება ეს აშშ-ს დეპარტამენტი, ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობა და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე.
პროკურატურა მუშაობს გამჭვირვალედ, არც ერთი კითხვა არ რჩება პასუხგაუცემელი. სწორედ ამ მიზნით დაიქირავეს მსოფლიოში ცნობილი პროკურორები და სამართლის სპეციალიოსტები, ექსპერტები, რომლებიც აფასებენ ამ საქმეების შემადგენელე, თუ რამდენად კომპეტენტურად არის შედგენილი, რამდენად კვალიფიციურად, რამდენად სამართლიოანად და კანონიერადაა შედგენილი ეს ყველაფერი.
ძალიან მაღალი რანგის ექსორტების შეფასებებით, ეს საქმეები იმსახურებს გაგრძელებას სასამართლოში, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.