პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროექტზე 520 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.
"გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებისთვის 250 მილიონ ლარზე მეტი, კარდიოქირურგიასა და გეგმიურ ქირურგიაზე ერთად 87 მილიონ ლარზე მეტი, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე 41 მილიონ ლარზე მეტი.
ახალი სასწრაფო დახმარების სისტემისთვის მოხდა 180 მანქანის შესყიდვა 10 მილიონ 720 ათას ლარად – 100 მაღალი გამავლობის ფოლკსვაგენის ფირმის და 80 ფორდის ფირმის მანქანა", _ აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს 4 მილიონ 300 ათასი ადამიანი.
"დასრულდა 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 150 ლარით გაიზარდა და 650 ლარი გახდა სოფლის ექიმების დაფინანსება.
გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა."