საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვატიკანის ნუნციუსს საქართველოში მარეკ სოლჩინსკის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს პრეზიდენტის ვატიკანში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილი ვატიკანს აპრილის თვეში ეწვევა, ქვეყნის პირველი პირი რომის პაპთან გამართავს შეხვედრას.