ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ მიხეილ გუგუნავას ოჯახში 300 წლის ღმრთისმშობლის ხატია დაბრძანებული.
ინფორმაცია ხატის შესახებ გასულ წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და ქობულეთის მუზეუმის ერთობლივი ექსპედიციის დროს კინტრიშის ხეობაში იქნა მოპოვებული.
ქობულეთის ღმრთისმშობელი დღეისათვის ერთადერთი ხატია, რომელიც აჭარის რეგიონში ისტორიულ უკუღმართობას გადაურჩა. ამიტომ მისი აღმოჩენა უდიდეს სულიერ მნიშვნელობას იძენს რეგიონისათვის.
ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, “გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ზურა ბაუჟაძემ ამ ინფორმაციის საფუძველზე ხატი ოზურგეთში, მის ახლანდელ მფლობელთან მოიძია