დღევანდელ გადაცემაში ნახავთ _ გიორგი გირკელიძისა და ჟანა მეგრელიშვილის სიუჟეტი ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ქალბატონის შესახებ, რომელიც ავარიული სახლის შეკეთებას ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი ხანია სთხოვს; ეთანხმებიან თუ არა გურულები "ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებას, რომ მთავრობა უნდა გადადგეს.
ტრადიციული რუბრიკა _ პოლიტმეხსიერება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ და ცხარე დებატები. ერთმანეთის პირისპირ _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები _ "ნაციონალური მოძრაობიდან“ მამია ბარამიძე და კოალიცია "ქართული ოცნებიდან“ გოჩა ჯიქია.
რატომ უნდა გადადგეს მთავრობა ან არ რატომ არ უნდა გადადგეს; დაურიგეს თუ არა ფული ნაციონალებმა იმ ადამიანებს, რომლებიც 21 მარტის აქციაზე იმყოფებოდნენ; ვის რა შანსი აქვს მომავალი არჩევნებისთვის; სად მუშაობენ დამნაშავეები; რატომ არის "ოცნების“ დეპუტატისთვის ეს მთავრობა უნიათო _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ნახეთ დებატები, რომელიც ურთიერთბრალდებების და შეურაცხყოფების ფონზე წარიმართა.