"შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები", – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-სთან, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, "შოკუნიებს" წარმოადგენს ოპონენტების სურვილი, "საქართველო ცეცხლში გახვეული ნახოს".
"თავისთავად ცხადია, არის პრობლემების ჯაჭვი და ერთგვარი დომინოს ეფექტი. რაც შეეხება უშუალოდ შიდა ფაქტორებს, დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობის მოლოდინებ უკავშირდებოდა გაცილებით უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რაც ვერ მივიღეთ.
გადაჭარბებული მოლოდინები ადამიანებს ყოველთვის აქვთ, უნდა ჰქონდეთ და ეს ძალიან კარგია.
მსოფლიოს ეკონომიკურ მეცნიერებაში არის მთელი მიმდინარეობა, რომელიც მოლოდინებზეა აგებული და ხალხმა ამ მოლოდინების შესწავლაში ნობელის პრემიაც აიღო – ხშირ შემთხვევაში, როგორიცაა მოლოდინი, მომავალი პერიოდი არის ისეთივე, თუ რაიმე შოკები არ ხდება. შოკი შეიძლება იყოს როგორც გარე, ისე შიდა. გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები, მადლობა ღმერთს არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო",- აცხადებს ხადური.