პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შალვა კიკნაველიძემ კომიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, საარსებო შემწეობის ბენეფიციარები სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემოწმების ზედმეტად (არასწორად) დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან.
კერძოდ, 2015 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული სოციალური დახმარება ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ამასთან, შეწყვეტას ექვემდებარება ყველა სასამართლო დავა და სააღსრულებო წარმოება, რომელიც შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთანაა დაკავშირებული. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.