თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა სამხედრო ფინანსური თანამშრობლობის ფარგლებში საქართველოსთვის 900 000 თურქული ლირის ექვივალენტის აშშ დოლარ ფინანსურ რესურსს გამოყოფს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით აღნიშნულ ფინანსურ ოპერაციას ,"საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის" შეთანხმება ითვალისწინებს.
სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი ხელშეკრულება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გააცნო. მისი ინფორმაციით, გამოყოფილი ფინანსური რესურსის ნაწილი მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტს, ნაწილი კი ლოგისტიკურ და არასაბრძოლო იარაღის შესყიდვას მოხმარდება. კომიტეტმა მოიწონა წარმოდგენილი შეთანხმების პროექტი და რატიფიცირებისათვის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.