ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრა პოდგორიცაში მონტენეგროსა და რუსეთის ნაკრებებს შორის პირველივე წუთზე შეწყდა _ ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ ნასროლი მაშხალა რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკინფეევს თავში მოხვდა. აკინფეევი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს _ მას ტვინის შერყევა და კისრის დამწვრობა აქვს.
მატჩი, მართალია, გაგრძელდა, მაგრამ იგი მეორე ტაიმში მაინც ჩაიშალა _ ამჯერად რუს ფეხბურთელს დიმიტრი კამბაროვს ტრიბუნიდან სანთებელა ესროლეს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გულშემატკივარი, რომელმაც აკინფეევს მაშხალა ესროლა, პოლიციას ჩაბარდა.