მასალა: 4-5 ცალი ლიმონი; 12 ცალი კვერცხი; 1 სირჩა არაყი; 2 ჩაის ჭიქა შაქარი; 3-4 ცალი ზაფრანა; რამდენსაც შეიზელს _ პურის ფქვილი.
ლიმონი ვხარშოთ დარბილებამდე. შემდეგ დავჭყლიტოთ, ამოვაცალოთ კურკები და დავნაყოთ როდინში კანიანად. დანაყილი ლიმონის მასას შევურიოთ 12 კვერცხის გული და ხის კოვზით ვლესოთ დიდხანს. შემდეგ გავატაროთ საცერში ან ფლავსაწურში, დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და პურის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.
ბოლოს შევურიოთ 12 კვერცხის თეთრად ათქვეფილი ცილა და არაყში დაყენებული ზაფრანა. მიღებული ცომი გავანაწილოთ ფორმებში და გამოვაცხოთ საშუალოდ გახურებულ აირღუმელში. მინანქრისთვის ზემოდან წავუსვათ წყალნარევი კვერცხის გული და შაქრის პუდრა. სურვილისამებრ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.