გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    მედია: ირანის პრეზიდენტი ისრაელის თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა

    ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 57,800-მდე გაიზარდა

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    მედია: ირანის პრეზიდენტი ისრაელის თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა

    ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 57,800-მდე გაიზარდა

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რის გარანტიებს იძლევა ნინო გვენეტაძე

12:03; 30.03.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოსამართლემ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მინიმუმ პოზიციიდან წასვლის შესახებ

"მეამბოხე მოსამართლის" სახელით ცნობილი ნინო გვენეტაძე, რომელიც 2005 წელს სასამართლო სისტემიდან კონსტანტინე კუბლაშვილთან დაპირისპირების გამო გაუშვეს, დღეს მის ადგილს იკავებს.  

მოსვლის დღიდანვე საუბრობს, რომ სისტემის გასაუმჯობესებლად რეფორმა აუცილებლად დაიწყება. სამომავლო გეგმებზე _  როგორ აპირებს სამართლიანობის აღდგენას, რა სტანდარტს უწესებს მოსამართლეებს და  აპირებს თუ არა მათ გათავისუფლებას,  რა შეფასებას აძლევს ყოფილი მაღაჩინოსნების საქმეებს და კონსტანტინე კუბლაშვილის მოღვაწეობას,  ნინო გვენეტაძე "გურია ნიუსს" ესაუბრა.  

                                             რეფორმები და სამომავლო გეგმები

_ რა პრობლემები დაგხვდათ სასამართლო სისტემაში და რას აპირებთ მათ გადასაჭრელად?

_ მოსვლის დღიდანვე მთავარი მიმართულება კოლეგებთან შეხვედრა და იმ რეალურ პრობლემებზე საუბარია, რომელიც საქმისწარმოების პროცესში გააჩნიათ. ეს არის მიმართულებების მიხედვით საქმეთა რაოდენობა, განსაკუთრებით სამოქალაქო პალატაში. ასევე ვადებთან დაკავშირებული პრობლემები, ტექნიკური პრობლემები, რომელიც სამართალწარმოების პროცესში იჩენს თავს, საქმის ელექტრონული წარმოება ხარისხიანი და ეფექტური სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. ამჟამად ვხვდები პალატის მოსამართლეებს და გეგმას ვწერთ იმის მიხედვით, რაც მათი ეფექტური მუშაობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულების ერთად შეჯამება და გადაწყვეტილების მიღება, ანუ ჩამოყალიბება. ეს არ ნიშნავს ძალიან რთულ და შორეულ პერსპექტივას, გაჭიანურებულ ვადებს. ვფიქრობთ, რომ საქმის ელექრტონულ წარმოებაზე გადასვლა მთლიანად შეიძლება 2-3 თვის განმავლობაში დაიძლიოს. რასაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა წვრთნა და ტრენინგები დასჭირდება. ამასთანავე, დაგვეხმარება ის გამოცდილებაც, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე დანერგილია. ასევე, აქტიური მუშაობაა დაწყებული სრულყოფილი სერვისის მოსახლეობისთვის მიწოდების თვალსაზრისით, რათა სასამართლოს მიმართ ნდობა გამყარდეს.

_წარდგენის დღეს თქვენ აღნიშნეთ, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებას გულისხმობს, რამაც  კითხვები გააჩინა – ხომ არ უკავშირდება ეს მოსამართლეთა კორპუსის რეფორმირებასაც?

_ ჩემი განცხადება ძალაშია და სამართლებრივად გამართულია. საკანონმდებლო დონეზე მოხდება მოსამართლეთა შეფასება, ანგარიში, რაც არ გულისხმობს კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებების, შედეგებისა და ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მოხსენებას. პირველ ეტაპზე ეს არის მოსამართლეთა თვითშეფასება და თვითკონტროლი საპროცესო ჩარევის გარეშე და არის მეორე ვარიანტი – მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება გარკვეული პრეტენზიების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოების წესით, რაც შეიძლება შემოიფარგლოს მოსამართლისათვის კონკრეტული სახდელების დაკისრებით, სახდელის უმაღლესი ფორმა კი, შეიძლება იყოს თანამდებობიდან გათავისუფლებაც. ყველაზე უკიდურესი ფორმა, რაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდება, მოსამართლის მიერ განზრახ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაა. ამიტომ განმარტება, რომელიც მე გავაკეთე აბსოლუტურად ლეგიტიმურია და კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ვის მიმართაც იქნება გამოსაყენებელი და გვექნება ამის კანონიერი საფუძვლები, აუცილებლად გამოვიყენებთ. თუმცა, ყველაზე მისაღები მექანიზმი, კონკრეტული მოსამართლის მიერ თავისი საქმიანობის შეფასებაა. თვითკონტროლი და თვითკრიტიკა საერთაშორისო დონეზე სტანდარტია. ამის საფუძველზე კი ყველაზე გონივრული გადაწყვეტილების მიღება. ეს არ ნიშნავს ჩემს მიერ ვინმეს მიმართ რევანშისტულ განწყობას, არც სხვა პოზიციას, ეს არის ის, რაც კანონმდებლობაში არსებობს. არ შემიძლია ამ ეტაპზე კონკრეტული მოსამართლეები და საქმეები მიგითითოთ, მაგრამ შემიძლია გაჩვენოთ პრობლემა და მისი გადაწყვეტის გზები განვმარტო. ამ პოზიციების განმხორციელებელი, ერთპიროვნულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის. ერთ შემთხვევაში ეს არის დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმატი და თქვენ იცით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სადაც ასევე არის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენების საპროცესო ფორმატი.

რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს, ეს "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, რა ფუნქციებიც აქვს თავმჯდომარეს ამასაც განვახორციელებ.

ჩვენი საზოგადოება, განწყობებიდან გამომდინარე, ბუნებრივია,  ელის ცვლილებებს. აინტერესებთ, რა პასუხი იქნება გაცემული 2012 წლამდე გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, რაზეც არსებობს ეჭვი, რომ სამართალწარმოების პროცესში დაშვებული იყო უამრავი კანონდარღვევა. თუმცა, თუ ჯერ დადგენილი და დადასტურებული არ არის მოსამართლის მიმართ კანონის ჩარევა, ასევე გამოკვლევაც, რაც პროცედურების გავლას გულისხმობს, მყისიერი რეაგირება ჩემი მხრიდან ვერანაირად ვერ განხორციელდება. თუმცა, მექანიზმი, რომელიც თვითშეფასებას და კონტროლს გულისხმობს,იძლევა საშუალებას, მოსამართლემ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მინიმუმ პოზიციიდან წასვლის შესახებ.

_ 2005 წელს  ამბობდით, რომ თქვენს მიმართ უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს. დღეს ეს მოსამართლეები ისევ სასამართლო სისტემაში არიან. როგორი დამოკიდებულება გექნებათ მათ მიმართ?

_მე და ჩემმა კოლეგებმა ძალიან რთული გზა გავიარეთ. ყოველთვის ვიბრძოდი ჩემი უფლებების აღსადგენად, თუმცა, სასამართლოს თავმჯდომარეობაზე არასოდეს მიფიქრია. ემოციურადაც და სამართლებრივადაც რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპებმა სხვა შინაგანი ძალები და გარკვეულწილად მაღალი ეთიკური სტანდარტიც დაამკვიდრა ჩვენში. იქნება აბსოლუტურად ღია და ლიბერალური დამოკიდებულება. თუმცა, ლიბერალური ზედმეტად დათმობს არ ნიშნავს, მაგრამ კოლეგიალური დამოკიდებულება აუცილებლად მექნება, რაც ჩვენი ეთიკის სტანდარტს შეეფერება. ეს ადამიანურად რთულია, მაგრამ სხვა უფლება არ მაქვს. ბუნებრივია, ეს იყო მათი მხრიდან უკანონო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გავასაჯაროვეთ, სტრასბურგის სასამართლოშიც გვაქვს საჩივარი წარდგენილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმაც მისცა შეფასება პოლიტიკური დევნის ჭრილში ჩვენს საკითხს, მაგრამ დღეს თავმჯდომარე ვარ, სხვა მაღალი პასუხისმგებლობა მაკისრია, სამართალწარმოების პროცესი უნდა უზრუნველვყო  კანონის ყველა მოთხოვნის ზუსტი დაცვით და არა მაქვს არავითარი ემოციის ან პიროვნული დამოკიდებულების გამოხატვის შესაძლებლობა.

_თვითშეფასების უფრო მაღალი სტანდარტი ხომ არ  დაწესდება ამ მოსამართლეებისთვის?

_ ვერ გეტყვით, ეს მათი გადასაწყვეტია.

                                     სამართლიანობის აღდგენის პროცესი და სასამართლო

_ სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ საშუალებად ქვეყანამ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა გამონახა. რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით, როგორ ხედავთ სასამართლოს როლს პროცესში?

_ დეპარტამენტის შექმნას მივესალმები, ძალიან კარგი პროცესია, რადგან პოლიტიკური ნებისა და განცხადებების გარდა არის რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ პროკურატურაში შეტანილ საჩივრებზე დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხები იყოს. რაც შეეხება სასამართლოს ტვირთს ამ პროცესში, დეპარტამენტის მუშაობის შემთხვევაში ჩვენი ჩარევა გარდაუვალია, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო. ბუნებრივია, სასამართლოს დატვირთვა და საქმიანობა გააქტიურდება, ასევე, დრო და ხარჯიც გაიზრდება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების დარღვეული უფლების აღდგენაა. ეს როგორ დარეგულირდება, ტექნიკური და მუშა პროცესის საქმეა.

სასამართლო აპირებს თავისი ხედვები მიაწოდოს საკანონმდებლო ორგანოს, თუ კანონის მიღების  შემთხვევაში იქნება ჩარჩო, რაც მას საქმეების გადასინჯვას დაავალდებულებს.  ასეთივე მიდგომა მაქვს პოლიტპატიმრების საქმეების მიმართაც, თუ არის ახლადგამოვლენილი გარემოებები, მათი საქმეებიც უნდა გადაიხედოს.  

_ ეს არ გააჩენს კითხვის ნიშნებს იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს?

_ბუნებრივია, როდესაც განაჩენი იცვლება, კითხვის ნიშნები ჩნდება, თუმცა აქაც გარკვევა და სიცხადის შეტანაა საჭირო, რა გარემოებათა გამო შეიცვალა გადაწყვეტილება. თუ აქ იქნება მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი რეალურად და არ იქნება ხანდაზმულობის ვადები გასული, ეს ინსტიტუტიც უნდა ამოქმედდეს. თუ უფრო მაღალი ხარისხის დარღვევა გამოიკვეთება, დანაშაულის ნიშნების შემცველი, ბუნებრივია, სისხლის სამართლებრივი პროცედურებიც უნდა ახლდეს ამ პროცესს. ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვარაუდების დონეზეა.

 _ არასამთავრობო სექტორს, ყოველთვის ჰქონდა შენიშვნები ე.წ. პრივილეგირებულ და რიგით მოსამართლეებთან დაკავშირებით. რაც იმას გულიხმობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეები,  პალატის მოსამართლეები, სამართალწარმოების პროცესში არ მონაწილეობდნენ. რა ცვლილებებს აპირებთ ამ კუთხით და საქმეების განხილვას თავად თუ აპირებთ?

_ უკვე გვქონდა ამ საკითხებზე შეხვედრა. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, თუ ჩვენ მენეჯმენტის დონეზე შევძლებთ გარკვეული ფუნქციები საქმეთა განაწილება, სხვა ტექნიკური ფუნქცია თავმჯდომარეს მოვაშოროთ, რატომაც არა, პროცესებს თავად წარვმართავთ. ჩემი მიზანი, პირადად არის ის, რომ აქტიური მოსამართლე ვიყო თუნდაც დიდი პალატის მეშვეობით, სადაც  საქმის განხილვისას თავმჯდომარეობა მევალება. ეს აზრი გაზიარებული მაქვს მოსამართლეებისთვისაც, მაგრამ ამ საკითხსაც დამუშავება და დაძლევა სჭირდება, იმ ადმინისტრაციული ფუნქციების მენეჯმენტის დონეზე გამოსწორება, რაც პალატების თავმჯდომარეს პრობლემებს მოუხსნის და დროს დაუტოვებს. როდესაც ადამიანი გამწესდება მოსამართლედ, ვფიქრობ, მისი პირველი მიზანი და დანიშნულება მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობაა. რაც უფრო მაღალი დონის სასამართლოა, მოიაზრება, რომ უფრო მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები უძღვებიან საქმეს. ევროპული სტანდარტი, დასაბუთებული, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად და ჩემი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და მიზანია. ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ არა მგონია, რომ მოსამართლეებისგან რაიმე წინააღმდეგობას წავაწყდე.

_ წლების განმავლობაში კიდევ ერთ პრობლემად  რეზერვის მოსამართლეები ითვლებოდნენ, რომელთა გამწესებაც თანამდებობებზე, ვერ ხერხდებოდა. რას აპირებთ ამ კუთხით და როგორ წარმოგიდგენიათ მოსამართლეთა კორპუსის შევსება?

_ რეზერვისადმი დამოკიდებულება ფაქტობრივად არასწორი და უკანონო იყო. მათი უფლებების აღსადგენად ერთადერთი გზა, კონკურსი არსებობს. თუმცა, აქაც არის პრობლემა, რადგან მათ კონკურსის გავლა უწევთ, რადგან "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილების შედეგად, გამოსაცდელი, სამწლიანი ვადა მათაც ეხებათ. მაგრამ პროფესიონალ და მოწადინებულ ადამიანს, რომელსიც სიმართლის მქმნელი და სამართლის დამდგენი უნდა იყოს, ამ ბატალიების გავლისაც არ უნდა შეეშინდეს.

გეთანხმებით იმაშიც, რომ კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაჭიანურდა, რასაც ჩემმა დანიშვნამაც შეუწყო ხელი, თუმცა, დარჩენილია ბოლო ეტაპი და ამით მოსამართლეთა ნაკლებობის პრობლემაც, რომელიც ყველაზე საგრძნობი პირველი ინსტანციის სასამართლოშია, მოიხსნება. ბუნებრივია, მომავალშიც იგეგმება კონკურსის გამოცხადება, დაახლოებით სექტემბრისთვის უფრო მეტი ვაკანსია იქნება სასამართლოში, 10-წლიანი სამოსამართლო ვადის გასვლის გამო, კონკურსი ისევ ჩატარდება. პროცედურები რთულია და ასეც უნდა იყოს, რადგან საპასუხისმგებლოა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა რეზერვში მყოფი მოსამართლეებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკანონოდ გაუშვეს სასამართლოს ხელისუფლებიდან უფლებამოსილების გასვლამდე ან გასვლის შემთხვევაშიც, მხოლოდ კონკურსში მონაწილეობის წესით შეიძლება დაკმაყოფილდნენ.

_ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლეების დანიშვნას, თქვენი წინამორბედი, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საფრთხედ მიიჩნევდა. თქვენც ასე ფიქრობთ?

_ ამ ინსტიტუტის მიმართ პრეტენზიები საკონსტიტუციო ჩანაწერს უკავშირდება, სადაც მოსამართლის უვადოდ გამწესება ჩაიწერა წინა ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ რეგულაციები, რომელიც შემდეგ შევიდა კანონში გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდა თვით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ფონზეც კი, მაგრამ ის დღეს კანონია, რამაც დეტალურად გაწერა საპრობაციო ვადის პერიოდი, დაადგინა შეფასების კრიტერიუმები. საფრთხეები, შიში, რაც ვენეციის კომისიას აქვს, შესაძლოა, ლეგიტიმურია, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ის უკვე კანონია. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ კანონს დავემორჩილოთ. მისი ყველა დებულება ზედმიწევნით შევასრულოთ და თუ მაინც გამოჩნდება რაიმე ხარვეზი, გავაკეთოთ მყისიერი რეაგირება. დავუდგეთ მოსამართლეს გვერდით, რომ მისი დამოკიდებულება  გამოსაცდელ ვადაში ეჭვქვეშ არ დადგეს. თუ ეს ხარვეზი მაინც დარჩება, საკანონმდებლო დონეზეც შეგვიძლია ჩავასწოროთ. რაღაც პერიოდის  გასვლის შემდეგ, როცა უკვე პრაქტიკაში გვექნება ის გამოცდილი, შესაძლოა, შეიცვალოს კიდეც.

_ანუ წინადადებები პირველ ეტაპზე არ გექნებათ?

_ ვერ გვექნება, სანამ კანონი მუშაობას არ დაიწყებს. საკადრო ცვლილებები ჩემი პირადი ინეტერსი არ არის, საზოგადოების ძალიან დაბალი ნდობა აქვს სასამართლოს, ამიტომ მართლმსაჯულების სერვისი, რომელიც მოქალაქეებს მიეწოდებათ, უნდა გაუმჯობესდეს. ეს მექანიზმი 18 ქვეყანაშია აპრობირებული და მას ნეგატივებთან ერთად პოზიტივებიც ახლავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი ცდად ღირს, შედეგებზე კი მოგვიანებით ვისაუბროთ.

_ სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის წესიც, რომელიც 2016 წლის 1 იანვრამდე გადაიდო, დიდი პროტესტის საგანი გახდა. თქვენი აზრით, რას შეცვლიდა მოწმის დაკითხვა სასამართლოში და როგორი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა სამართლებრივი თუ პოლიტიკური?

_ ისტორიასაც გეტყვით, რადგან მე თავად ვიყავი ჩართული ამ პროცესში. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლისთანავე ( 2010 წლის 1 ოქტომბერი) დაითქვა გარდამავალ დებულებებში ის, რაც პრობლემად ახსენეთ. ანუ კანონმდებელი მაშინვე უშვებდა საგამონაკლისო წესს, რაც დღემდე ძალაში დარჩა.

ჩემი, დამოკიდებულება, ისევე, როგორც ადვოკატთა ასოციაციისა, არის აბსოლუტურად უაყოფითი. ამ პრობლემის პირველი დაძლევა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  კოდექსია, სადაც ჩემი მეოხებითაც პროექტის დონეზე  შეთანხმება მოხერხდა. ეს მაძლევს სტიმულს  და იმედს, რომ საპარლამენტო ორგანო მომავალ დათქმას გარდამავალ დებულებების სახით აღარ გააკეთებს.

_ რას ფიქრობთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით. ხომ არ აპირებთ ამ ინსტიტუტის გააქტიურებას?

_ ამოქმედებული ინსტიტუტის ეფექტურად გამოყენება ჯერ სახეზე არ გვაქვს, რასაც უამრავი მიზეზი აქვს – სამართლებრივი მართლშეგნება, მზაობა, ბაზა, იურიდიული ლიტერატურა, მოქალაქეთა დამოკიდებულება ნაფიც მსაჯულთა რანგში გამოსვლასთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ რაღაც ფორმით, პროცესი აქაც დაძლეულია. ჯერი პროცესის მონაწილე მხარეებზეა, როგორ მოინდომებენ და გაააქტიურებენ ისინი ამ ინსტიტუტს, თუმცა მარტო მათზეც არ არის დამოკიდებული; სასამართლოს მხრიდან დაწესებული ძალიან მაღალი სტანდარტი, პროცესის უზრუნველყოფა, პროცესის წარმმართველი მოსამართლის პროფესიონალიზმი და კვალიფიკაციაც მნიშვნელოვანია. რა დამოკიდებულება იქნება ამ ინსტიტუტის მიმართ, ეს საზოგადოებამ უნდა გამოხატოს. საკანონმდებლო დონეზე გარკვეულწილად რეგულაციები უკვე არსებობს. გვაქვს რამდენიმე პრეცენდენტიც და ამ ინსტიტუტის განვითარებას სასამართლომ ხელი უნდა შეუწყოს. საზოგადოების მზაობისთვის სახელმწიფომაც ბევრი რამ უნდა გააკეთოს.

                                                        გახმაურებული საქმეები

_ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზეც მინდა გკითხოთ. რამდენიმე საქმეზე, მათ შორის ახალაიას  და კეზერაშვილის საქმეეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა. რას ნიშნავს,  სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი –  პროკურატურის სისუსტეს თუ სასამართლოს თავისუფლებას?

_ რადგან ეს საქმეები არ არის დასრულებული და დღეს თქვენ საკასაციო სასამართლოში იმყოფებით, მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, საკასაციო სასამართლოს გავლის შემდეგ შეუძლიათ სპეციალისტებს შეაფასონ ეს საქმეები და გამოტანილი გადაწყვეტილებები.

_ ძალიან ხშირად კეთდებოდა განცხადებები სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თუმცა იყო საკითხები, რაზეც დღემდე არ გვაქვს პასუხი, მათ შორის, პრემიებისა და დანამატების შესახებ, რაც სასამართლოში წლების განმავლობაში გაიცა. აპირებთ თუ არა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას?

_ ჩემი დამოკიდებულება მხოლოდ კანონისმიერია. საჯარო ინფორმაცის  ხელმისაწვდომობა აბსოლუტურად იქნება უზრუნველყოფილი.

_ როდესაც სასამართლოს ღიაობაზე საუბრობთ, ხომ არ აპირებთ უფრო მეტად გახსნილი იყოს სასამართლო პროცესები და მხოლოდ ერთ ტელევიზიას არ ჰქონდეს გადაღების უფლება?

_ ეს პრობლემა ჩემთვისაც ცნობილია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დაიშვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სასამართლო პროცესების გადაღება, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, სხვა ტელევიზიებს კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ ამის უფლება, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროცესს არ იღებს. ამ კუთხით, კანონს შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები, ამიტომ საკანონმდებლო  ჩანაწერების ხარვეზების გამოსწორების საკითხი შეიძლება განვიხილოთ. თუმცა,  ყველა ტექნიკურ პრობლემას კანონი ვერ მოაგვარებს. აქ გარკვეული პრაქტიკა და გამოცდილება დაგროვდება, შეფასდება და ვფიქრობ, ჟურნალისტების აქტივობაც უფრო რაციონალური იქნება. მთავარი მაინც ის არის, რომ პროცესების ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება ღიაა. ვიცი ყველა ის შენიშვნა, რაც პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს გაქვთ და შევეცდები ეს დავარეგულიროთ, თუ ეს სასამართლოში, ტექნიკური ხარვეზის მოხსნით არის შესაძლებელი.

_ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემას გარედან უყურებდით, თუ გახსენდებათ საქმე, რომლის მიმართაც უსამართლობის განცდა გაგიჩნდათ?

_ძალიან ბევრი საქმე მახსოვს, განსაკუთრებით გახმაურებული საქმეები. პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე ყურადღებით ვადევნებდი თვალს როგორც სპეციალისტი და მოქალაქე. კითხვებიც მაქვს და განცდებიც, თუმცა ჩემი ეთიკური სტანდარტი მზღუდავს ამ ეტაპზე. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისევე ვუთანაგრძნობდი, ისევე განვიცდიდი და ვიყავი ბრძოლის ჟინით შეპყრობილი, როგორც თქვენ, ნებისმიერი მოქალაქე. თავს შევიკავებ საქმეების დასახელებისგან, რადგან სამართლიანობის აღდგენის პროცესში შეიძლება იყოს ეს საქმეები მოხსენიებული და ამიტომ ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება.

_ გახმაურებული საქმეების ნაწილი ევროსასამართლოშიც არის გაგზავნილი. თუმცა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ საქმეები ქვეყანაში უნდა გადაწყვეტილიყო და ევროსასამართლომდე, მხოლოდ მცირე ნაწილი მისულიყო…

_ მეც იმის მომხრე ვარ, რომ სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით დასრულდეს და მინიმალურ დონეზე დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების მზაობა და ლოდინი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში. წარმოუდგენელია ეს აბსოლუტურად მოიხსნას, მაგრამ გარკვეულწილად მიმართვიანობის შემცირება ჩვენი მართლმსაჯულების ხარისხზე დადებით შეფასებას მოგვცემს.

_ეს გულისხმობს საკასაციო სასამართლოს უფრო მეტად გააქტიურებას?

_ ბუნებრივია, სხვაგვარად წარმოუდგენელია. პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის განჭვრეტის ამაღლების გარეშე ევროპული სტანდარტის გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ.

_ რამდენად პრინციპული თავმჯდომარე იყო კონსტანტინე კუბლაშვილი და როგორ შეაფასებთ მის საქმიანობას?

_ კითხვები მქონდა, მაგრამ პასუხები არასდროს მიმიღია.

_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს, თუმცა, თქვენ იყავით "რესპუბლიკური პარტიის" წევრი. რამდენად მოგცემთ საშუალებას ეს თანამდებობა  პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლდეთ?

_ 2012 წლამდე ვიყავი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, მაგრამ მანამდე, 1999-2005 წლებში მოსამართლე ვიყავი. მაშინაც კი, როდესაც პოლიტიკური პარტიის წევრი გახლდით, მაღალი ეთიკური სტანდარტის მატარებელი ვიყავი და ეს არ არის თავის ქება. ძალიან კარგად მესმის ის საფრთხეები, რაც ამ პოლიტიკური კუთვნილების გამო იყოს მართლმსაჯულებისათვის საფრთხის  შემცველი. როდესაც ეს პასუხისმგებლობა ავიღე აბსოლუტურად გავითავისე ის საფრთხეები და კითხვები რაც გაჩნდა. 2012 წლის მერე, ჩემი ნებით დავტოვე პოლიტიკური პარტია, ჩავთვალე რომ ბრძოლის სამართლებრივი გზა შემეძლო გამეგრძელებინა და ვაკეთებდი კიდეც ამას. ასეთი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლება ამ პერიოდშიც შეიძლება გადამოწმდეს თქვენი მხრიდან. მხოლოდ სიტყვებზე კი არ მენდოთ, მუდმივად კონტროლის ქვეშ გყავდეთ. მე მეორედ დავდე მოსამართლის ფიცი, ამაზე დიდ პირობას და გარანტიებს ვერ მოგცემთ.

_ დეკლარაცია თუ შეავსეთ და რამდენად არის თქვენი ქონებრივი მდგომარეობა შეცვლილი 2007 წლის შემდეგ?

_ უკვე მივმართეთ შესაბამის სამსახურს და შევსება უკვე დაწყებულია. ბოლო დეკლარაცია 2007 წელს შევავსე, რადგან მას შემდეგ საჯარო მოხელე აღარ ვყოფილვარ. რაც შეეხება ქონებას, სამოქალაქო სექტორში უფრო მეტი ანაზღაურება მქონდა, ვიდრე სასამართლო სისტემაში, ამიტომ, კმაყოფილი ვიყავი ამ ანაზღაურებით. საბინაო პირობები გარკვეულწილად  გავიუმჯობესე. რაც წინა დეკლარაციაში ფართი მქონდა გავასხვისე, დავამატე კრედიტი და ორი ბინა შევიძინე. დავამთავრე სარემონტო სამუშაოები სასამართლოში გამწესებამდე, რაც ასევე ძალიან დიდი 5 წლიანი ტვირთი იყო, რადგან ამისთვისაც კრედიტი დამჭირდა. სხვა მატერიალური გაუმჯობესება  და კომფორტი არ მაქვს. არც საბანკო ანგარიშები და არც ავტომანქანა.

_ რაიმეს ხომ არ დაამატებთ?

_ დღემდე ძალიან დიდი ენერგიის ფასად შევძელი, რომ არცერთი ჟურნალისტისთვის არ მეთქვა უარი ინტერვიუზე. ახლა აბსოლუტურად გულწრფელი ვარ და მინდა, ეს გულწრფელობა, ძალა და შემართება შემყვეს, რომ თქვენს ნებისმიერ თხოვნას ინტერვიუზე,  პოზიტიურად შევხვდე. ამასთანავე, ვყალიბდებით, რა პერიოდულობით შეიძლება ჟურნალისტებთან შეხვედრა, ასევე, ნებისმიერი თქვენი წინადადება მისაღები და განხილული იქნება. ჩემი მუშაობის გაშუქება, ჩემი გადარჩენის შანსია, რათა პროცესებს მიღმა არ დავრჩე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ვგეგმავთ სასამართლოს კარი გავაღოთ, მზად ვარ გაჩვენოთ ყველაფერი, მოსამართლეების და ჩემი სამუშაო პირობებიც, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება ნახონ ის პროცესი და სირთულეები, რაც გვაქვს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

დეკორაციები სააღდგომო ინტერიერის გასალამაზებლად

„ზუსტი სქემები უნდა დავსახოთ, თუ როგორ გაუადვილოთ უკრაინელ ხალხს ცხოვრება“

ყველა სიახლე

სამართალი

უბედური შემთხვევა სენაკში – მოზარდს დენმა დაარტყა

23:02; 14.07.2025
საზოგადოება

კორპუსი იყო ავარიული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას _ თბილისის მერი ჩამონგრეული კორპუსის შესახებ

22:16; 14.07.2025
საზოგადოება

შეხვედრა გადარჩენილ ცოლთან _ რა ხდება ვაგზლის მოედანზე

21:23; 14.07.2025
სამართალი

მძიმე ავარია ქუთაისში _ დაღუპულია 2 ადამიანი

20:59; 14.07.2025
საზოგადოება

ვაგზლის მოედანზე სახლი ჩამოინგრა _ შსს ინფორმაციას ავრცელებს

20:49; 14.07.2025
საზოგადოება

ნგრევა თბილისში, სადგურის მოედანზე _ არის მსხვერპლი

20:37; 14.07.2025
საზოგადოება

ოზურგეთში, დიდი ალბათობით,  „კუბოქოთნების“ აღება იწყება

18:59; 14.07.2025
საზოგადოება

„ტყუილების მიზანმიმართული ტირაჟირება“-ლანჩხუთის მერია „კოსმოდრომის“ მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

17:36; 14.07.2025
საზოგადოება

“ბაჩიაშვილმა ითხოვა”- რას აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი

15:28; 14.07.2025
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

15:16; 14.07.2025
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

15:09; 14.07.2025
საზოგადოება

გიორგი ბაჩიაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და თავდასხმის დეტალებს ჰყვება

14:46; 14.07.2025
საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე: გიორგი ბაჩიაშვილი “ვივამედში” სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანეს

14:14; 14.07.2025
საზოგადოება

ვინ ესწრება მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს

13:40; 14.07.2025
მთავარი

ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

13:30; 14.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

12:30; 13.07.2025
0

„ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

13:02; 11.07.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო