გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ ხამისქურში უკანონოდ მოპოვებული 681 ძირი კოლხური ბზის ნერგის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „წითელ ნუსხაში“ შემავალი სახეობის უკანონოდ მოპოვებული ბზის ნერგებით დატვირთული ავტომანქანა ზუგდიდიდან ხობის მიმართულებით გადაადგილდებოდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 139 000 ლარს აღწევს.
აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება საოლქო პროკურატურაში.