საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, კითხვები დღემდე აქვს.
"ძალიან ბევრი საქმე მახსოვს, განსაკუთრებით გახმაურებული საქმეები. პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე ყურადღებით ვადევნებდი თვალს როგორც სპეციალისტი და მოქალაქე. კითხვებიც მაქვს და განცდებიც, თუმცა ჩემი ეთიკური სტანდარტი მზღუდავს ამ ეტაპზე. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისევე ვუთანაგრძნობდი, ისევე განვიცდიდი და ვიყავი ბრძოლის ჟინით შეპყრობილი, როგორც თქვენ, ნებისმიერი მოქალაქე. თავს შევიკავებ საქმეების დასახელებისგან, რადგან სამართლიანობის აღდგენის პროცესში შეიძლება იყოს ეს საქმეები მოხსენიებული და ამიტომ ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება", _ ამბობს გვენეტაძე „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში.