ხვალიდან, სოციალურად დაუცველთათვის ქულების დათვლის ახალი სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდება.
1 თვის განმავლობაში 5000-მდე ბენეფიციარი გადამოწმდება. პროგრამის ახალი სისტემით ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება.
ახალ სისტემაში მაქსიმალურად შემცირებულია სოციალური აგენტის როლი. რაც იმას ნისნავს, რომ აგენტი დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებს გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნისა და მოხსნის შესახებ.
საყოფაცხოვრებო ტექნიკა აღარ იქონიებს გავლენას სტატუსის მინიჭებისას. შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის ქონება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს მოქალაქისთვის.
ახალი სისტემა მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება ბავშვზე. ბავშვიანი, დახმარების მიმღები ოჯახებისთვის დამატებითი ბენეფიტები იქნება გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამის სრულად მოქმედების შემდეგ განახევრდება უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვების რაოდენობა.
გაიზარდა იმ ქულების, რაოდენობაც , რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სოციალური დახმარების დანიშვნა. დიფერენცირებული იქნება ფინანსური დახმარების რაოდენობაც. ის ოჯახები, რომლებსაც ყველაზე დაბალი ქულა აქვთ ფინანსურად მეტ დახმარებას მიიღებენ.