საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის იმ მახასიათებლებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს მიმზიდველს ხდის.
"ქვეყნისთვის მიმზიდველ პერსპექტივას ქმნის რეგიონალური თანამშრომლობა, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განმტკიცება შავი ზღვის და კასპიის რეგიონებს შორის, კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ გადაადგილების თვალსაზრისით. ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის მიმართულებით.
ამ მიმართულებით ბევრია გაკეთებული. სულ რამდნეიმე დღის წინ იქნა ინიცირებული ყარში ტანაპის პროექტი, რომელიც კასპიის ენერგორესურსებს საქართველოს გავლისთ ევროპას მიაწოდებს.
აქვე ავღნიშნავ, რომ საქართველოში არსებული ელექტორენერგიის მაღალი გადამუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, მნიშნველოვან შესაძლებლობებს ქმნის.
შესაბამისად, ენერგოსექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საინვესტიციო სფეროა. ახალი ჰესების მშენებლობამ შესაძლოა ჯერ დააკმაყოფილოს ბაზარზე მზარდი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ ამ ელექტორენერგიის ექსპორტის პოტენციაც შექმნას.